გლდანის №18 ციხეში პატიმარი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით გარდაცვლილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში მცხოვრები, 46 წლის ახლიმან ახმედოვია.
ახმედოვი, შვილთან და ძმისშვილთან ერთად, დაახლოებით, ერთი თვის წინ, სამართალდამცველთათვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს.
ოფიციალური ინფორმაციით, 46 წლის პატიმრის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.
„პაციენტი მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში გადაყვანილ იქნა და მკურნალობდა შპს არქიმედეს კლინიკაში, ხოლო შემდეგ პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში, დიაგნოზით: გულის უკმარისობა და მოციმციმე არითმია“,- აცხადებენ უწყებაში.