გლდანის ციხესთან სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, ჟურნალისტები, ადვოკატები და აქტივისტები არიან შეკრებილები. ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს შეწყალება აქვს დაანონსებული.
უცნობია, შეწყალებულთა სიაში იქნებიან თუ არა აქციების დროს დაკავებულები.
სწორედ გლდანის ციხეში არიან მოთავსებულები სინდისის პატიმართა უმრავლესობა. შეწყალების შესახებ ინფორმაციის განახლებას ელოდებიან რუსთავის ციხესთან, სადაც მზია ამაღლობელი და ანასტასია ზინოვკინა იხდიან სასჯელს.
ფოტო: მინდია გაბაძე
„პუბლიკა“
































































