გლდანში, 84-ე საარჩევნო უბანზე ერთმანეთს დამკვირვებლები დაუპირისპირდნენ. ერთი მხარე მეორეს ბრალს სდებდა იმაში, რომ ისინი დილიდან ცდილობდნენ ამომრჩევლებზე ზეგავლენის მოხდენას.
15-20 წუთის განმავლობაში კომისიის თავმჯდომარე და წევრები ცდილობდნენ შენობიდან დაპირისპირებული დამკვირვებლების გაყვანას, თუმცა სიტყვიერი დაპირისპირება შემდეგ უკვე ეზოში გაგრძელდა, რის გამოც პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო.
ამ დროისთვის საარჩევნო უბანზე სიმშვიდეა.