“ემიგრანტი დედა მოგიკვდეს, შვილო…ზეცაში ხარ, ანგელოზო.. ღმერთო აცხოვნე და დედამისს მიეცი ძალა, რომ იცოცხლოს… იცოცხლოს… მაგრამ ის მუდამ ტკივილიანი, იარაშეუხორცებელი მოვა შენს საფლავთან და ჩამოგძახებს: ემიგრანტი დედა მოგიკვდეს, შვილო. შვილი მოუკვდა ემიგრანტ დედას და მე მოვატყუე….
გარდაიცვალა ემიგრანტის შვილი, 33 წლის ბაჩი ბერძენიშვილი.
უფალმა სამოთხის კარი გაგიღო და შენც შენი ფიქრებითა და აუსრულებელი ოცნებებით დაადექი სასუფევლის გზას, __ წერს სოციალურ ქსელში “შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები”.
ჩვენი ინფორმაციით, 33 წლის ბაჩი ბერძენიშილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
გარდაცვლილს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
ბაჩი ბერძენიშილი ტვ12-ის გადაცემა “ალავერდის” წამყვანი იყო.
“გურია ნიუსი” თანაუგრძნობს მწუხარებაში მყოფ მშობლებს, მეუღლეს, შვილს, მეგობრებს, ყველა ახლობელს.