ქართული მხატვრული ფილმი “დავით გურამიშვილის” რამდენიმე ეპიზოდი მაშინდელ ლენინგრადში გადაიღეს.
იანვრის დასაწყისი იქნებოდა და საშინლად ციოდა. შესვენებაზე მსახიობები მდინარე ნევის სანაპიროზე გავიდნენ.
რუსმა მსახიობმა ტატიანა ოკუნევსკაიამ, რომელიც პეტრე პირველის ქალიშვილს, ელიზავეტას თამაშობდა და უზომოდ იყო შეყვარებული გიორგი შავგულიძეზე უცებ წამოიძახა – აი, ის იქნება ნამდვილი ვაჟკაცი, ვინც ამ მდინარეს გადაცურავსო. წინადადება დასრულებული არ ჰქონდა, რომ გიორგი ნევაში აღმოჩნდა.
ატყდა საშინელი პანიკა, მაგრამ სულ ამაოდ, ქართველმა მსახიობმა მდინარე უშიშრად დალაშქრა. როდესაც ნაპირზე ამოვიდა, გაოცებულები უყურებდნენ ყველანი, ის კი, სიცივისაგან გათოშილი, კმაყოფილი სახით იღიმებოდა.
ავტორი