სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის მონიტორინგის სამსახურის უფროსად დაინიშნა, _ აღნიშნული ინფორმაციის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„როგორც კი „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ მხარს უჭერს სალომე ზურაბიშვილს, მეორე დღესვე ჩამოყალიბდა შტაბი და დაინიშნა სოსო გოგაშვილი შტაბის მონიტორინგის სამსახურის უფროსად“, _აღნიშნა მდინარაძემ.
იოსებ გოგაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ 2015 წლიდან მუშაობდა. თანამდებობა კი 2018 წლის აგვისტოს თვეში დატოვა.