გოგი წულაია დააკავეს. “კურიერის” ინფორმაციით, საქმე ეხება ძალადობას.
“კურიერი” შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა, სადაც წულაიას დაკავების ფაქტს ადასტურებენ.
ცნობილი ხდება, რომ გამოძიება ოპოზიციის ერთ-ერთ წარმომადგენელს სწორედ ძალადობას ედავება და საქმე 126-ე მუხლითაა აღძრული.
შეგახსენებთ, რომ გოგი წულაია პოლიტიკაშია 2004 წლიდან. ის მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი და ბოლოს კახა კუკავას პარტიის, “თავისუფალი საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატი იყო.
წყარო: რუსთავი 2