როდესაც დავტოვე პარტია “თავისუფალი საქართველო” ერთ ვარიანტად განვიხილავდი პარტიის ჩამოყალიბებას, აქ ყოფნამ საბოოლოდ გამაწყვეტინა პარტიის დაარსება“, _ ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსი გოგი წულაია სოციალურ ქსელში წერს.
ის გულშემატკივრებს მიმართავს და მხარდაჭერისკენ მოუწოდებს პარტიის დაფუძნებაში დაეხმარონ.
„მოგესალმებით მეგობრებო, მხარდამჭერებო და უბრალოდ, გულშემატკივრებო გლდანის მე-18 სამკურნალო სასჯელაღსრულების 405 საკნიდან.
მინდა გითხრათ, რომ როდესაც დავტოვე პარტია “თავისუფალი საქართველო” ერთ ვარიანტად განვიხილავდი პარტიის ჩამოყალიბებას, აქ ყოფნამ საბოოლოდ გამაწყვეტინა პარტიის დაარსება.
პარტიის პროგრამა მინიმუმი იქნება, რომ მონაწილეობა მივიღოთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და მოვიცვათ ყველა სოფელი და რეგიონი. ამაზე ბევრი ლაპარაკი არ არის საჭირო, რადგან თუ ვინმე ოდესმე მისმენდა, იცის რა დამოკიდებულება მაქვს სოციალური და საერთო სამართლიანობის მიმართ, ასევე თვითმმართველობის გაძლიერების მიმართ, რომ ახლანდელი თვითმმართველობა არის მხოლოდ ბუტაფორია და მეტი არაფერი. რა მიდგომები მაქვს ახალ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით ადგილობრივ მრეწველობის განვითარებაზე, აი ეს იქნება პროგრამა მაქსიმუმი, რადგან ჩვენს ქვეყანაში მივაღწიოთ რეალურ თვითმმართველობას, სამართლიანობას და მრეწველობას, რომელიც გადაარჩენს ქვეყანას.
მინდა ვთხოვო ჩემს მხარდამჭერებს, მეგობრებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც თვლის, რომ ჩემი 6 წლით ციხეში გამოკეტვა არის უსამართლობა, დამიჭიროთ მხარი და დამეხმაროთ პარტიის დაფუძნებაში.
გამოხატეთ თქვენი აზრი, თუ ხართ მზად თანამშროლობისთვის და ერთად ბრძოლისთვის. თქვენი გოგი წულაია. მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც მხარს მიჭერთ ამ უსამართლო ბრძოლაში და მომავალშიც აპირებთ დამეხმაროთ, როგორც პარტიის შექმნაში, ასევე, თავისუფლებისთვის ბრძოლაში!“ _ წერს გოგი წულაია.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია, 17 მარტს დააკავეს. მას ქალზე ძალადობას ედავებიან. წულაიას 18 მარტს, ბრალი დაუმძიმდა, პროკურატურამ წულაიას ბრალი სექსუალური ძალადობის მსგავსი ქმედების დანაშაულით წაუყენა, რომელიც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გოგი წულაიას 19 მარტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.