საქართველოში დაინფიცირების შემთხვევების ზრდის ტემპი არ არის მაღალი და მისაღებია-ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა.
ალექსანდრე გოგინავას თქმით, ეს შემთხვევები მოიმატებს, თუმცა ეს ტემპი თუ შენარჩუნდება, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს სხვა ქვეყნებზე უკეთესი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია აქვს.
„შიდა გადაცემა უკვე 2 კვირაა დაიწყო და სხვა ქვეყნების სტატისტიკას თუ ავიღებთ, იმ ქვეყნებში, შიდა გადაცემის დაწყებიდან 2 კვირაში ბევრად მეტი პაციენტი იყო,“_ განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.
საქართველოში კორონავირუსი 257 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 67 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.
წყარო:იმედინიუსი