მედიცინის სფეროს წარმომადგენლები, ინფექციონისტები მოსახლეობას სახლში დარჩენისა და რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ. მათი განცხადებით, მოვლენები დრამატულად განვითარდება და სამედიცინო დაწესებულებები ვერ გაუძლებს ინფიცირებულთა იმ რაოდენობას, რომლის პერსპექტივაც არსებობს. ისინი სთხოვენ მოსახლეობას, თავი აარიდონ ყოველგვარ თავშეყრას, მათ შორის ტაძარში.
„შეიძლება მოჰყვეს ცუდი შედეგები, გაიზარდოს ახალი შემთხვევების რაოდენობა. იყოს ისეთივე გავრცელება, როგორიც ევროპის ქვეყნებში – დღის განმავლობაში რამდენიმე ასეული შემთხვევა. რაც გამოიწვევს ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვას და ყველა პაციენტის, ვინ აქამდე იღებდა სრულფასოვან მკურნალობას და უფასო სერვისებს, ეს ვერ მოხერხდება“, – აღნიშნა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა, ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ.
საქართველოში კორონავირუსი 306 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 71 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.
წყარო: იმედინიუსი