ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 2022 წლის იანვარში დაფუძნდა ორგანიზაცია-„ქალები ქალებისთვის (დამფუძნებელი ირინა ბაქრაძე და ნათია ლალიაშვილი), რომელიც 2021 წლის სექტემბრიდან არსებობდა საინიციატივო ჯგუფის ფორმატით.
ორგანიზაცია მუშაობს სამი მიმართულებით: დამწყებ მეწარმე ქალების ხელშეწყობა; შშმ პირების მხარდაჭერა; უკვე არსებული ახალგაზრდული ჯგუფის პოტენციალის ზრდისთვის პირობების შექმნა. ორგანიზაცია “ქალები ქალებისთვის” მონაწილეობა მიიღო ფონდი ტასოსო” მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში,რომლის მიზანია სოფლად მცხოვრებ ქალთა და გოგონათა საზოგადოებრივი აქტივიზმის ხელშეწყობა.
მოპოვებული გრანტით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში (შუა სურები, ზემო სურები, გოგოლესუბანი, ხიდისთავი, ნაბეღლავი, გუთური) მიმდინარეობს ახალგაზრდული სივრცეების მოწყობა.ახალგაზრდული ცენტრი სრულად აღიჭურვება კომპიუტერული ტექნიკით, საოფისე ინვენტარით, იქნება უფასო ინტერნეტი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აქვე მოეწყობა თანამედროვე ქართველი და საერთაშორისო მწერლების ბიბლიოთეკა.
პროექტში ჩართული ახალგაზრდები განახორციელებენ სხვადასხვა სახის შემეცნებით-საგანმანათლებლო,სპორტულ-გასართობ და მოხალისეობრივ აქტივობებს.
პროექტის მიზანია, ახალგაზრდებმა გააცნობიერონ თავიანთი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და აქტიურად ჩაერთონ თემის სოციალურ ცხოვრებაში და იყვნენ ცვლილებების ინიციატორები. სოფელ გოგოლესუბანში პირველი ახალგაზრდული ცენტრი გაიხსნა ,რომელსაც ადგილობრივი ახალგაზრდები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.გახსნაზე იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის მერი და ადგილობრივი თვითმართველობის წარმადგენლები.
(R)