ლანჩხუთელი ტელეოპერატორი გელა პატარაია სოციალურ ქსელში გურული ძაღლის „მარკუშას“ შესაძლებლობებზე მორიგ ვიდეოს აქვეყნებს.
ვიდეოში ჩანს, როგორ ეხმარება საოჯახო საქმეებში „მარკუშა“ პატრონს ომარ ხუციშვილს, თავისუფალ დროს კი ფეხბურთის თამაშზეც არ ამბობს უარს, მითუმეტეს, რომ შესაშური მეკარეობით გამოირჩევა.
„სასწრაფოდ, მარკუშა საქართველოს ნაკრების კარში“, _ ხუმრობენ ძაღლის შესაძლებლობებით გაოცებულ ენაკვიმატი გურულები.