გომბორის უღელტეხილზე ავარიის დროს დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ერთი არასრულწლოვანია.
ავარიის შედეგად დაშავებულია 5 ადამიანები, რომლებიც თელავის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებულები.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ ავარია მოხდა გომბორის უღელტეხილზე. თვითმხილველების თქმით, ავტობუსი ხევში გადავრდა.
როგორც გვითხრეს, ტრანსპორტში თბილისის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები ისხდნენ, რომლებიც ექსკურსიაზე მიდიოდნენ.