შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან, 5 ივლისს ივლისს, რუსთაველის გამზირზე, განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა:
„თითქოს, გომელაურმა გასცა ბრძანება, რომ ჟურნალისტებს სცემონ, უკაცრავად, ეს ხომ იდიოტიზმია, არ მინდა, შეურაცხყოფა მივაყენო ვინმეს და სახელი და გვარები დავასახელო. როგორ შეიძლება, ვინც არ უნდა იყოს, სუსტი, თუ ძლიერი, მინისტრი თუ ხელისუფლება, რომ ასეთი რამ გააკეთო.
სამწუხაროდ, ასეთი რამ არ მომხდარა, რომ ჟურნალისტებზე ასეთი აგრესია წამოსულიყო. არასოდეს! რა თქმა უნდა, ჟურნალისტებზე თითოეული შემთხვევა იყო, ხელის დარტყმა, მაგრამ ასეთი მასობრივი, სხვადასხვა ლოკაციაზე ერთდროულად დაწყებულიყო ჟურნალისტების დევნა, ეს არის მიუღებელი. რა თქმა უნდა, საშინელებაა. ვგმობ, ძლიან სამწუხაროა, რაც მოხდა, მაგრამ მინდა ერთ რამეს ხაზი გავუსვა. პოლიციელებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ. ის, რომ პოლიცია გვერდზე იდგა და არ ინძრეოდა, არ ეხმარებოდნენ – ბიჭები საავადმყოფოში მოხვდნენ; თავები აქვთ გატეხილი. ოპერაცია გაუკეთეს“, – განაცხადა გომელაურმა.