“გურია ნიუსისთვის” ცნობილი გახდა, გომისმთაზე გარდაცვლილი ბიჭის სამძებრო სამუშაოებში თბილისიდან ჩამოსული მაშველები ჩაერთვნენ.
როგორც გზამშენი 18-ის დირექტორმა, თემურ ჯახვამ გვითხრა, ადგილზე, სადაც გარდაცვლილი ახალგაზრდაა, ზვავი ჩამოწვა.
_ ადგილზე წამოსულია ზვავი. თბილისიდან ჩამოსული სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, ჩაერთვნენ ბიჭის სამძებრო სამუშაოებში, _ გვითხრა ჯახვამ.