გომისმთაზე გათოვდა. ფოტო გომისმთიდან ერთ-ერთმა დამსვენებელმა მოგვაწოდა.
“ეს ფოტო დილით გადავიღე. რამდენიმე წამში კი ყველაფერი ღრუბელმა და ნისლმა დაფარა. თოვა 30 ივნისის ღამეს დაიწყო და მთელი ღამე თოვდა. ახლა კი ცივი ქარი ქრის. წლებია უკვე გომისმთაზე დავდივარ და ივლისში თოვლი არ მინახავს”, _ გვითხრა გომისმთის დამსვენებელმა მერაბ სანიკიძემ.