კურორტ გომისმთაზე ზამთრის ბოლო დღეები მართლაც ზღაპრულია.
_თოვლის საფარი 4-5 მეტრს აღწევს და პატარა, ერთსართულიანი სახლები თითქმის მთლიანად დაფარულია. ორსართულიანების კი, მეორე სართულის მხოლოდ ფანჯრები ან სახურავები ჩანს. ტემპერატურა ღამით -7° იყო. დღისით მზე კაშკაშებს და სითბო +10 გრადუსამდე ავიდა. თოვლი გაყინულია და ჩვეულებრივი „ბათინკებითაც“ შეიძლება სიარული. შუახევიდან კეზბორერი (თოვლზე გზის გამასწორებელი ტრაქტორი) გადმოვიდა და გომისმთის გზაზეც ტკეპნის თოვლს, „ღრუიან წიფელამდე“ ,_ გვესაუბრა ჩვენი მეგობარი მერაბ სანიკიძე, რომელიც გომისმთაზე ცხოვრობს და ტურისტებს ხშირად მასპინძლობს.
ავტორი