დღეს, ოზურგეთში, კურორტ გომისმთაზე, კვლავ შედგა სახალხო დღესასწაული „გომისმთობა“. მზიანი ამინდი დღის განმავლობაში არ შეცვლილა.
გასულ წლებთან შედარებით, ღონისძიება უფრო მოკრძალებული იყო – არ ყოფილა სპორტული ღონისძიებები.
კონცერტში, ძირითადად ოზურგეთში მოქმედი ფოლკლორული ანსამბლები მონაწილეობდნენ. დამსვენებლებს და გომისმთობის დღესასწაულის აღასანიშნავად ასულ მაყურებლებს თავიანთი ხელოვნება აჩვენეს ანსამბლებმა: „კოლხამ“, მანანურა“, „შვიდკაცამ“…
როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ აღნიშნა: ამიერიდან „გმოისმთობა“ ყოველ წელს 2 აგვისტოს გაიმართება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კოტე შარაშენიძემ განაცხადა, რომ მომავალ წელს „გომისმთობის“ დღესასწაული გრანდიოზულად ჩატარდება.
„გომისმთობის“ დღესასწაულს ესწრებოდნენ გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კოტე შარაშენიძე, მერის მოადგილე ირაკლი სირაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, დეპუტატები, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
უნიკალური სამკურნალო თვისებებით გამორჩეული სამთო კურორტი გომისმთა, ზღვის დონიდან 2 250 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და მისი განვითარებისთვის სახელმწიფო მასშტაბურ ღონისძიებებს გეგმავს.