15 დეკემბრიდან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ვებგვერდიდან მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასების მოსწავლეებს, ასევე ყველა მსურველს გამოსაშვები გამოცდების სრული იმიტაციის გავლას სთავაზობს.
2017-2018 წელს გამოსაშვები გამოცდის რეპეტიციის გავლა რვავე საგანშია შესაძლებელი: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში, უცხოურ ენებში, ისტორიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიასა და გეოგრაფიაში.
ტესტირება საგამოცდო სისტემით ტარდება. პროგრამა ისევე გააკონტროლებს ტესტირების დროს, როგორც გამოცდისას. CAT-ის ალგორითმით დადგინდება თქვენი შეფასება (შედეგი ეკრანზე გამოჩნდება).
ტესტირების გავლა ნებისმიერი ინტერნეტში ჩართული კომპიუტერიდანაა შესაძლებელი.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს პროექტი გაცილებით ხელმისაწვდომი გახდა მსურველებისათვის – ცენტრმა პროექტისათვის სპონსორების მოზიდვა დაიწყო. მათი მხარდაჭერით ტესტირების საფასური განახევრდა – ერთ საგანში ტესტირების ერთხელ გავლის ღირებულება 5 ლარია (ნაცვლად 10 ლარისა).
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს www.naec.ge