უკრაინელი პოლიტიკოსის, უკრაინის დელეგაციის წევრის, ოლექსი გონჩარენკოს განცხადებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ პოლიტიკური სუიციდი ჩაიდინა რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების რატიფიცირებით.
დეპუტატი ასევე აღნიშნავს, რომ ამის მიუხედავად ბრძოლა გრძელდება.
„მიუხედავად ამ შედეგისა, პუტინი წააგებს.
სამხრეთ ოსეთი – საქართველოა. აფხაზეთი- საქართველოა. გაუმარჯოს საქართველოს.
დონბასი – ეს უკრაინაა, ყირიმი- უკრაინაა. დიდება უკრაინას,“_ განაცხადა გონჩარენკომ