გონიოში, ზღვაში 25 წლის მამაკაცს ეძებენ. იგი გონიოს მკვიდრია. ახალგაზრდა ზღვაში გუშინ საღამოს შევიდა და გაუჩინარდა. სამაშველო სამსახურები სამძებრო სამუშაოებს თითქმის მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდნენ. ძებნა დღეს დილიდან ისევ განახლდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ახალგაზრდა წყალში, ნასვამ მდგომარეობაში შევიდა.
პარალელურად, მაშველებმა ბათუმის სანაპიროზე 45 წლის კობა ბაკურიძის ძებნა განაახლეს, რომელიც ზღვაში ორი დღის წინ დაიკარგა.
სამაშველო სამსახური მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ბანაობა დღესაც აკრძალულია. შტორმს ელოდებიან სინოპტიკოსები ხვალისთვისაც.