სამ სამტრედიელს დღეს გორის ჰოსპიტალში 14-დღიანი კარანტინი დაუმთავრდა. ისინი, ჯერჯერობით, გორში რჩებიან, თუმცა, მედიკოსების დასკვნით, სამივე თავს ძალიან კარგად გრძნობს. ირანიდან ჩამოსულ სამ სამტრედიელ მოქალაქეს ორი კვირის განმავლობაში ვირუსის არანაირი სიმპტომი არ გამოვლენია. სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში ისინი სამტრედიაში, საკუთარ ოჯახებში დაბრუნდებიან.
დღეს თვითიზოლაციაში ყოფნის დრო დაუმთავრდა კორეადან, იტალიიდან და ავსტრიიდან დაბრუნებულ სამ სამტრედიელ მოქალაქეს, რომლებიც საკუთარ ოჯახებში გადიოდნენ თვითიზოლაციას. 13 მარტის მდგომარეობით, სამტრედიის მუნიციპალიტეტში 11 პირი რჩება თვითიზოლაციაში, უმეტესობა იტალიიდან არის დაბრუნებული.
,,გურია ნიუსთან” საუბარში სამტრედიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამტრედიის ცენტრის ხელმძღვანელი, მარინა თევზაძე მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობას დამაკმაყოფილებლად აფასებს:
,,ყოველდღიურ კონტროლზე გვაქვს აყვანილი თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა. არანაირი გართულება და ვირუსის სიმპტომები არ გვიფიქსირდება. ჯერჯერობით, სიტუაციას შევაფასებ დამაკმაყოფილებლად.