გორში, კლინიკა “გორმედში” კორონავირუსით ექიმი, მირიან არსაკიძე გარდაიცვალა.
საავადმყოფოს რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ტატო ქაჯაიას თქმით, პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო და გარდაცვალების მიზეზად სეპტიურ შოკის ასახელბს.
“კლინიკაში შემოსვლისას მირიან არსაკიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო საკმაოდ მძიმე. კოვიდის დადასტურებული დიაგნოზით, ფილტვის უკიდურესად მძიმე დაზიანებით, პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. ინტენსიური მკურნალობის მიუხედავად, განვითარდა მარჯვენა ფილტვის პნევმოთორაქსი ფილტვის სრული ჩაფუშვით, გატარდა ყველა საჭირო ღონისძიება, თუმცა, ფილტვის დაზიანება კვლავ მაქსიმუმით – 24 ქულით ფასდებოდა. პაციენტი გადაყვანილი იქნა მართვითი სუნთქვის აპარატზე. კოვიდვირუსულ პნევმონიას თან დაერთო ფილტვის ბაქტერიული ინფიცირებაც, პაციენტის გარდაცვალების მიზეზი გახდა სეპტიური შოკი”, – თქვა ტატო ქაჯაიამ.
აქვე შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 058 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 529 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 22 პაციენტი გარდაიცვალა.