თბილისთან ერთად მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებულ ძალადობასა და ტერორს აპროტესტებენ საქართველოს დიდ ქალაქებშიც _ გორელმა ჟურნალისტებმა, ოპერატორებმა და ფოტოგრაფებმა პროტესტის ნიშნად გორის პოლიციის შენობასთან სიმბოლურად თავისი სამუშაო აპარატურა დაალაგეს, _ იუწყება “მთავარი არხი”.
მედიის წარმომადგენლებმა ამ ქმედებით მოსთხოვეს პასუხი შსს-ს იმ პროცესებზე რაც ბოლო დღეებში მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ხორციელდება.