ირლანდიაში, ტომას კენედის გადასასვენებლად, მეგობრები თანხას აგროვებენ. ერთ დღეში უკვე 45 000 ევრო შეგროვდა.
ამის შესახებ განცხადება ტომასის მეგობარმა, ოლივია გარეტმა გაავრცელა. მან ტომაისის მშობლების თანხმობით, სპეციალური გვერდი შექმნა:
მისი ინფორმაციით, ტომასის ცხედრის სახლში დაბრუნება Covid19– ის შეზღუდვების გამო, რთულია:
,,ამიტომ შექვმენით GoFundMe გვერდი სახსრების შესაგროვებლად, რათა ტომი რაც შეიძლება მალე მოიყვანონ სახლში. კევინ ბელის რეპატრიაციის ფონდის დახმარებით, ჩვენ მას მივიყვანთ მის საყვარელ სახლში, County Mayo-ში. ჩვენი მიზანია, დავაფინანსოთ ტომის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ხარჯები. ეს მოიცავს, ასევე, ტომის ოჯახის წევრების მგზავრობის ხარჯებს საქართველოში სისხლის სამართლის საქმის გასაცნობად” – წერს ტომასის მეგობარი.
ტომას კენედი, გორში, 7 ოქტომბერს მოკლეს. მისი ცხედარი 9 ოქტომბერს, მდინარე მტკვარში გორიდან 10 კმ-ში, სოფელ ქვახვრელში იპოვეს.
პოლიციამ ფაქტზე 5 პირი დააკავა, აქედან 4-ს დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის ჩადენაში ედება ბრალი, ხოლო მეხუთე პირს – დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო.
წყარო: qartli.ge