„ამ ეტაპზე გორიდან გატაცებული გოგო და მისი ოჯახი “აღარ ჩივის”. საქართველოს გენერალურ პროკურატურას შევახსენებ, რომ სისხლის სამართლის დანაშაული საჯარო და არა კერძო დავის საგანია. გამოძიება უნდა გაგრძლედეს და ბრალის წაყენება უნდა მოხდეს, სასამართლომ კი განსაჯოს.
თუ ეს საქმეც თაროზე ისე შემოიდება, როგორც სხვა უამრავი ქალის გატაცების საქმე შემოდებულა, გპირდებით, რომ საერთაშორისო ორგანოებში ვუჩივლებ. სად და როგორ ეგ უკვე ვიცი“,_ აღნიშნულ განცხადებას სოციალურ ქსელ ფეისბუქში ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი, ბაია პატარაია აკეთებს.
ცნობისთვის, გორში, ცოტა ხნის წინ, არასრულწლოვანი გოგონა ოჯახის შექმნის მიზნით გაიტაცეს.
ამავე თემაზე:
“გორში გოგოს გატაცების ამბავი სამწუხაროდ ისევ მანკიერად ვითარდება” – პატარაია
“სასოწარკვეთილი მშობლები რეკავენ ყველგან” – გორში არასრულწლოვანი მოიტაცეს