პარაძიუდოისტებმა – ზურაბ ზურაბიანმა 60კგ. წონით კატეგორიაში, 73კგ-ში გიორგი ქალდანმა ოქროს მედლები მოიპოვეს დიდ ბრიტანეთში, პარაძიუდოში Warwick Grand Prix 2021 წლის უორიკის გრან პრის გათამაშებაზე.
სტარტი გათამაშებამ გუშინ აიღო და ქართველი პარაძიუდოისტებიც განაგრძობენ მაღალი სინჯის მედლებისთვის ბრძოლას. აღნიშნული გრან-პრის გათამაშება, ტოკიოს პარალიმპიური თამაშების წინასალიცენზიო ტურნირია.