ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები და ინფორმაცია ჩარიცხვისა და გრანტის მოპოვების შესახებ უკვე ცნობილია.
ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, ჩოხატაურში 100%-იანი გრანტი სამმა აბიტურიენტმა _ #1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ლიკა ძნელაძემ, დიმიტრი კუტუბიძემ და სამრევლო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ქავთარაძემ მოიპოვეს.
70%-იანი გრანტი მფლობელები არიან პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები: გვანცა კოლასონია, ანა ხუნდაძე, ანა ასიხარულიძე და ანა კალანდაძე.
50%-იან დაფინანსებაში მოხვდნენ: #1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები თამუნა ბერძენიშვილი და ნინო შევარდნაძე; სამრევლო სკოლის კურსდამთავრებული მარიამ ნინიძე; შუა ამაღლების საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები: თამარ სიხარულიძე და გიორგი ზამბახიძე; ვანზომლეთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული თორნიკე თავაძე.
უფასო ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ: #1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები: მახარე მახარაძე და მარიამ გოგოლაძე; სამრევლო სკოლის კურსდამთავრებულები: თამთა უნგიაძე, თათია კუტუბიძე, გიორგი კვაჭანტირაძე, ბექა კოროშინაძე, ნინო ქურიძე, ნიკა მამალაძე, ლუკა ცენტერაძე, ინგა ჟღერია.
ვან-ზომლეთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული სიმონ ჯაში.