ლანჩხუთელი ჟურნალისტისა და პიარ მენეჯერის, 24 წლის ირმა ჭკუასელის გარდაცვალებას, რომელიც წლების განმავლობაში მძიმე სენს ებრძოდა, სოციალურ ქსელში მისი დედის ახლო მეგობარი, სოფიო ჩხაიძე ეხმაურება საკმაოდ ემოციური პოსტით.

„გრძელი რიგია შვილმკვდარი დედების. უნებართვოდ აყენებენ ქალებს ამ ფეხმოთრეულ, სახედანახოკ, ცრემლგამშრალ შარაზე. შვილგადანაფარებ სუდარას ერთმანეთს აწვდიან ხელუკუღმა ვაიჰდედები. გზა გრძელი არა და მაღალი კია, ზეცას აშვერილი. ჩვენი მეგობარიც ამ გზაში ჩადგა დღეს“, _ წერს გარდაცვლილის დედის ახლო მეგობარი.































































