აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, გრეგორი მიქსმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ უზრუნველყოფილ უნდა იქნას სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები.
“ქართველ ხალხს ვეტყოდი, დადექით ერთად, რათა უზრუნველვყოთ დემოკრატიის შენარჩუნება და ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემა მოხდეს. ყურადღება იმაზე უნდა გაამახვილონ, რომ უზრუნველყოფილ იქნას სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. იმის მიუხედავად, რომ შესაძლოა, იყვნენ პირები, რომლებიც ხელის შეშლას ეცდებიან. გარდატეხა ერთად მდგომი ხალხის ხმის ძალას მოაქვს. აშშ-შიც კი ვიხილეთ, რომ ხალხი, რომელიც ტრამპის გვერდით მყარად იდგა და რამდენჯერმე ხმა მისცა, ამბობს, რომ არ დაუშვებენ მის ამგვარ ქცევას და არჩევნების უარყოფის მცდელობას”, – განაცხადა გრეგორი მიქსმა.