სამტრედიის მუნიციპალიტეტის, გომის თემის, სოფელ კეთილაურის მკვიდრს, დიდი სამამულო ომის ვეტერანს, გრიგოლ ჩაჩუას, გუშინ 100 წელი შეუსრულდა.
100 წლის იუბილე მას მიულოცეს ოჯახის წევრებმა და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებმა.
,,გრიგოლ ჩაჩუა ჩვენი სოფლის სიამაყეა, გვინდა ამ დიდებულმა ადამიანმა კიდევ დიდხანს იცოცხლოს და ხშირად მოგვითხროს დიდი სამამულო ომის დროს ქართველი მეომრების საგმირო საქმენი. აქ მოვედით იმისთვის, რომ მივულოცოთ ერთი საუკუნის შესრულება, გავამხნევოთ და გადავცეთ ჩვენი ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან გამოხატული სიყვარული და უდიდესი პატივისცემა. მალე 9 მაისი მოვა. ჩვენ ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავის მოსალოცად კიდევ ამოვალთ გრიგოლ ჩაჩუასთან,”- ასე გამოხატა საზეიმო განწყობა მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, დავით ამაღლობელმა.