მმართველი გუნდი საერთაშორისო პარტნიორების თვალში კონსტრუქციულობის გამოსაჩენად იმოქმედებს,_ აღნიშნული განცხადება უმრავლესობასთან შეხვედრის დაწყებამდე, ოპოზიციონერმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა.
„იქნება ისეთი რაღაც, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თვალში გამოჩნდნენ კონსტრუქციულები და შეინარჩუნონ ერთპიროვნული მმართველობის შესაძლებლობა – ანუ არჩევნებში მიაღწიონ ისეთ შედეგს, რომელიც მათ ხელისუფლებას შეუნარჩუნებს. ეს შეუძლებელია, ჩვენ ამაზე არ დავთანხმდებით.
თუ ჩვენ არ მოვნახეთ საშუალება, ჩავატაროთ ნორმალური, დასავლური სტანდარტების არჩევნები, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უკვე დაგვენგრა საერთაშორისო რეპუტაცია“,_ განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.