ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ მიტინგზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ბევრი თანამოქალაქე უწონებს გამონათქვამს, რომ “ქართულ ოცნებას“ “ნაკერავზე გახევს“.
ვაშაძემ რუსთაველის პროსპექტზე, ოპოზიციის მიტინგზე განაცხადა, რომ “ყველა მეთოდი უნდა იქნას გამოყენებული, რათა მიზანი მიღწეულ იქნეს.“
ვაშაძე “ქართული ოცნების“ წევრებს მოუწოდებს, რომ ნიუნბერგის პროცესის საარქივო კადრების ყურება დაიწყონ: “არ გამოგადგებათ არგუმენტი, “ჰიტლერმა დამავალა“, ყველაფრის ლიდერზე – ბიძინა ივანიშვილზე გადაბრალება არ გამოგივათ და ყველა პასუხს აგებთ“, _ განაცხადა ვაშაძემ.
მან გამოსვლა დაასრულა ფრაზით _ “ნაკერავზე გავხევთ ამათ!“