გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიას” საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებით, ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხელისუფლებამ ლეგიტიმაცია დაკარგა და ქვეყანას დონ კორლეონე მართავს:
“ხელისუფლებამ დაკარგა ლეგიტიმაცია, ის გასულია სამართლებრივი ველიდან.
აღმოჩნდა, რომ ჩვენ არ გვაქვს არც კონსტიტუცია, არც კანონმდებლობა და ქვეყანას მართავს დონ კორლეონე თავისი კრიმინალური ბანდით…
იმ დონ კორლეონეს კიდევ უფო მეტი გაგება ჰქონდა ვიდრე ამათ აქვთ“, _ განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ “ტვ პირველის” ეთერში.