გრიგოლეთში ზღვამ კაცის ცხედარი გამორიყა. გარდაცვლილი სავარაუდოდ, აჭარაში, მდინარე ჭოროხში დაკარგული კაცია, რომელსაც მაშველები ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ. როგორც ცნობილია, 51 წლის მამაკაცი 27 ივლისს თანხმლებ პირებთან ერთად პიკნიკზე იმყოფებოდა, რა დროსაც, მდინარეში შევიდა და გაუჩინარდა.