ექიმი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი არჩილ მარშანია გრიპის სეზონთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.
“ანტიბიოტიკი არ არის “სახუმარო” თუ “მარტივი” მედიკამენტი, მისი არასწორი დანიშვნის შემთხვევაში იზრდება ბაქტერიების რეზისტენტობა ანტიბიოტიკების მიმართ და ასევე შესაძლოა ქონდეს ბევრი გვერდითი მოვლენა
კატეგორიულად დაუშვებელია მისი თვითნებურად მიღება, მეზობლების თუ მეგობრების “რეკომენდაციით” ან “გრიპია მაინც და მოდი ანტიბიოტიკს მივაყოლებ” მიზეზით!
მეტიც JAMA-ში გამოქვეყნებული 2016 წლის კვლებით დადგინდა რომ აშშ-ში, თავად ექიმების მიერ დანიშნული ანტიბიოტიკების მინიმუმ 30% შემთხვევებში ანტიბიოტიკოთერაპიის საჭიროება არ იყო (ჩვენთან წარმოდგენაც არ მინდა ეს რიცხვი რამხელაა)
წინადადება “არაფერი ისეთი არ ხდება მარა მოდი ანტიბიოტიკი მაინც ჩავრთოთ” მიუთითებს ექიმის არაკომპეტენტურობაზე
ანტიბიოტიკი ვირუსზე არ მოქმედებს!
ბრონქიტი არ არის ანტიბიოტიკების დაწყების მიზეზი. მწვავე ბრონქიტი უმეტეს შემთხვევაში არის ვირუსული გენეზის და მას ანტიბიოტიკების დანიშვნა არ სჭირდება
ვირუსული ინფექციის შემდეგ “დარჩენილი” გახანგრძლივებული ხველა არ არის ანტიბიოტიკის დაწყების ჩვენება
მათ შორის მაშინაც კი როდესაც ხველა 2 – 3 კვირა გრძელდება
ანტიბიოტიკების დანიშვნას სჭირდება კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები, პაციენტის ზოგადი მდგომარეობის სწორი შეფასება და იდეალურ ვარიანტში ნაცხის ბაქტერიული ანალიზი ანტიბიოტიკოგრამასთან ერთად.
ამ ყველაფრის არ გათვალისწინების შედეგია ის, რომ მსოფლიო უკვე დგას ბაქტერიების რეზისტენტობის განვითარების პრობლემის წინაშე და ადამიანები კვდებიან ისეთი ბაქტერიებით რომლებიც ადრე მარტივად იკურნებოდა ანტიბიოტიკებით.