უკანასკნელი გერმანული კვლევების თანახმად, არსებობს საშუალება, რომელიც ეხმარება „ბახუსის მოყვარულებსა“ და მწეველებს ამ მავნე სენისაგან თავის დაღწევაში. ეს საშუალება ეკუთვნის მცენარე სტევიას, ქრიზანთემების ოჯახის წარმომადგენელს და რომელიც პარაგვაიში იზრდება.
თუ გადაწყვეტილი გაქვთ, რომ შეწყვიტოთ მოწევა სტევია ნამდვილად დაგემხარებათ!
როდესაც მოწევის ძლიერი სურვილი გაგიჩნდებათ, უბრალოდ დაიდეთ მცენარის პატარა ფოთოლი ენაზე და პრობლემა მოგვარდება.
სტევია სასარგებლოა მათთვის ვინც განიცდის: დიაბეტს, ჰიპერტენზიას და სიმსუქნეს.
როგორ გავახაროთ სტევია ოჯახურ პირობებში? მას უყვარს სითბო და მზე, ასევე არ უნდა იყოს ვიწრო და პატარა ქოთანში. სასურველია თუ მას დიდი ადგილი ექნება დაკავებული რადგან სრულ ფორმაში შეუძლია მიაღწიოს 1-დან 3 მეტრამდე.
მისი გახმობის თავიდან ასაცილებლად გამოიყენება მულჩა (ნამჯა, თივა, თხილის ნაჭუჭი). არ გამოიყენოთ სველი ნიადაგი და დარწმუნდით, რომ მას აქვს კარგი გამომშრალი ნიადაგი. აუცილებელია მისი ყვავილებისგან გასუფთავება, ეს კი მხოლოდ შემოდგომაზე უნდა მოხდეს.
გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ მისი მშრალი ფოთლები ზამთარში და შემოდგომაზე და კიდევ ერთი ხრიკი, შეგიძლიათ მისი გამხმარი ფოთლები გამოიყენოთ ფხვნილის სახით!