თქვენ არ შეგიძლიათ თავი დაანებოთ სიგარეტის მოწევას? ისარგებლეთ ხალხური მედიცინის ამ უბრალო რეცეპტით.
თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ ორი ინგრედიენტი და ჩაიც მზადაა. დაიწყეთ მისი დალევა და სიგარეტისადმი ლტოლვა მაშინვე შეგიმცირდებათ.
მოადუღეთ თანაბარი რაოდენობის პროპორციით ეს ორი ბალახი: კრაზანა და წყლის იელი (იკითხეთ მწვანე აფთიაქებში). თითო სუფრის კოვზი 800 გრამ წყალში.
დაბალ ცეცხლზე ადუღეთ 20 წუთი, დააყენეთ 3 საათით და სვით როგორც ჩაი, ნახევრად გაზავებული მდუღარე წყლით.
ეს ჩაი მადასაც აქვეითებს, აუმჯობესებს თირკმელების, შარდის ბუშტის და კუჭნაწლავის მოქმედებას. ხანგრძლივი მოხმარების შემდეგ კანი ხდება რბილი, ნაზი და სუფთა. და, რაც მწეველისთვის არის მნიშვნელოვანი, ასუფთავებს სასუნთქ გზებს და ფილტვებს.