პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე სპეცრაზმი და წყლისჭავლის მანქანა გამოჩნდა.
ისინი აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებენ.
მანამდე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ აქცია შეკრების მშვიდობიან ფორმას გაცდა.
“შეკრებილთა ნაწილი აზიანებს ადგილზე არსებულ ინფრასტრუქტურას, ასევე, აქციის მონაწილეებს თან აქვთ სხვადასხვა სახის, საფრთხის შემცველი ნივთები, რომლებიც შესაძლოა, გასული დღეების მსგავსად, ძალადობრივი ქმედებებისთვის იყოს გამოყენებული.
საქართველოს კანონმდებლობით დაცულია შეკრება-მანიფესტაციისა და გამოხატვის უფლება, ასევე, განსაზღვრულია პროტესტის გამოხატვის ფორმები, რათა დაცული იყოს საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება”,_ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ფოტო: მთავარი არხი