ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა საზოგადოებრივი აქტივისტის, დომენიკ მანგოს ინიციატივა აქონდროპლაზიის სინდრომით დაავადებული ბავშებისთვის წამლის შესაძენი თანხის შეგროვების შესახებ. რასაც ფეისბუქჯგუფ LIttle People from Georgia Country – პატარა ადამიანები საქართველოდან-ში მშობლების განცხადება მოჰყვა:
“მშობლების განცხადება!
გთხოვთ, შეწყვიტოთ ჩარიცხვები!
ყველა ჩარიცხვა უკან დაბრუნდება!
გაუგებრობას ჰქონდა ადგილი და კიდევ ერთხელ განვმარტავთ:
ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ საქართველოს მთავრობა -ისგან წამლის დაფინანსებას.
ეს არ ნიშნავს ჩვენგან უმადურობას, გთხოვთ, სწორად გაგვიგოთ.
დიდი მადლობა ყველას!
მხარდაჭერა გვჭირდება მხოლოდ გვერდში ფიზიკურად და მორალურად დგომით!
გთხოვთ გაავრცელოთ ჩვენი, მშობლების, ერთიანი პოზიცია!”
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები მე-6 დღეა, მთავრობის კანცელარიასთან ღამეს ათევენ – ისინი მოითხოვენ, სახელმწიფომ ბიუჯეტიდან მედიკამენტისთვის საჭირო თანხები გამოყოს, რათა ბავშვებმა მკურნალობა შეძლონ.