ექიმი ლევან ქავთარაძე, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა, საზოგადოებას თხოვნით მიმართავს, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციების გავრცელებისაგან.
„ზედმეტი პანიკის და ჭორების გასანეიტრალებლად! COVID-19 PCR ანალიზი დადებითი აღმოგვაჩნდა :მე, დედას, მამას და დას. ოჯახის სხვა დანარჩენი წევრების (მეუღლე, შვილები, დისშვილი, სიმამრი, სიდედრი), ასევე, ყველა თანამშრომლის(კლინიკა „მკურნალი“), პაციენტების და ყველა სხვა კონტაქტური პირის ნაცხის PCR ანალიზის პასუხი 8 ოქტომბრის მდგომარეობით, უ ა რ ყ ო ფ ი თ ი ა!!! გთხოვთ, თავი შეიკავოთ დაუზუსტებელი ინფორმაციების (ჭორების) გავრცელებისაგან!!! დაინფიცირებულთა მდგომარეობა მსუბუქია, სტაბილურია. კორონა ვირუსს ვუმკლავდებით! მე და ჩემი და სახლში, მშობლები რუხის საავადმყოფოში”,- წერს ქავთარაძე სოციალურ ქსელში.
გავრცელებული ინფორმაციით, ექიმი, სავარაუდოდ, ერთ-ერთი პაციენტისგან დაინფიცირდა.