გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი სახოკიას გათავსუფლების შეხაებ, გუბერნატორის პრესსამსახურში, ამჯერად ასეთი ინფორმაცია გაგვაცნეს:
_ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ორშაბათს გახდება ცნობილი, სად იმუშავებს გიორგი სახოკია. გადადის სხვა სამსახურში, _ გვითხრეს პრესსამსახურში.
„გურია ნიუსის“ კითხვაზე, კონკრეტულად, სად გადადის, მთავრობაში, პოლიტიკურ თანამდებობაზე თუ სხვაგან, სოფო კაშიამ გვითხრა, რომ დაზუსტებით არ იცის.
_ სად, არ ვიცი. გადადის სხვა სამსახურში და ორშაბათს გახდება ცნობილი, _ კვლავ გაიმეორა მან.
ავტორი: მარინა ჩიხლაძე