Google-მა დაადასტურა, რომ ზღუდავს არჩევნებთან დაკავშირებულ გამოკითხვის ტიპებს, რომლებსაც ხელოვნურ ინტელექტს (AI) ჩატბოტ Gemini-ს უსვამდნენ.
ამ დროისთვის აღნიშნული პოლიტიკა ამოქმედდა ინდოეთში, სადაც არჩევნები აპრილში უნდა ჩატარდეს.
Google-ის სპიკერმა BBC-ს განუცხადა, რომ ეს უკანასკნელი ნაბიჯი იყო გასულ წელს გამოცხადებული გეგმების ნაწილის არჩევნებისადმი მიდგომის შესახებ.
„როგორც გასულ დეკემბერში ვთქვით, 2024 წელს მსოფლიოში ჩასატარაბელი მრავალი არჩევნებისთვის მომზადებისთვის და სიფრთხილის გამო, ჩვენ ვზღუდავთ არჩევნებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, რომლებზეც საპასუხოდ Gemini გამოიყენება”, – თქვეს მათ.