ამერიკელი მსახიობის, ანჯელინა ჯოლის განცხადებით, ბრედ პიტთან დაშორების შემდეგ მას რომანტიკული ურთიერთობა არავისთან ჰქონია.
45 წლის მსახიობის განცხადებით, ის საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლების მიმართ ძალიან მომთხოვნია.
„ალბათ, სხვადასხვა ტიპის შემაკავებელი ფაქტორის გრძელი სია მაქვს. ამიტომ, უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც მარტო ვარ და დიდ დროს ვუთმობ 6 შვილზე ზრუნვას“, განაცხადა მსახიობმა.
[sexy_author_bio]