ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მომღერალმა, ბილი აილიშმა, რადიოგადაცემაში სტუმრობისას განაცხადა, რომ გასული წლის აგვისტოში კორონავირუსით დაინფიცირდა და დარწმუნებულია, “მოკვდებოდა, აცრილი რომ არ ყოფილიყო”.
მომღერლის თქმით, ვირუსით დაინფიცირების შემდეგ, ორი თვის განმავლობაში თავს შეუძლოდ გრძნობდა და გვერდითი მოვლენებიც ჰქონდა.
“მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ ჩემი გამოკეთება ვაქცინის დამსახურებაა”, — დასძენს იგი, — “ვფიქრობ, აცრილი რომ არ ვყოფილიყავი, მოვკვდებოდი, იმდენად ცუდად ვიყავი. როცა ამას ვამბობ, იმას ვგულისხმობ, რომ ცუდი შეგრძნება იყო, თუმცა, კორონავირუსის სიმწვავის ფონზე, სულაც არ ვყოფილვარ ცუდად. მაგრამ, ხომ იცი, ავად რომ ხარ, თავს მაინც საშინლად გრძნობ”.
[sexy_author_bio]