ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ოჯახის სიმტკიცის დღის აღნიშვნას გეგმას.
“გურია ნიუსისთვის” მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პროექტს „ჩემი ოჯახი” ჰქვია და იგი ოჯახის სიმტკიცის დღის აღსანიშნავად გაიმართება:
“პროექტის ფარგლებში გაიმართება სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნახატების გამოფენა, სასულიერო პირებთან და ოჯახურ წყვილებთან გულახდილი დიალოგი”, _ აღნიშნულია მერიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
ამ პროექტის გასახორციელებლად მერიას 1000 ლარი აქვს გამოყოფილი.
ოჯახის სიმტკიცის დღე 17 მაისს აღინიშნება და ილია მეორემ ეს დღე 2014 წლის 11 მაისს დააწესა.
პატრიარქის კურთხევით, ამ დღეს, სამღვდელოებამ ტაძრებში პარაკლისები უნდა ჩაატარონ და ტაძრები, სახლები და ქუჩები უნდა აკურთხონ.
ამ დღეს, მსოფლიოში ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და ბიფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშავენ.
სწორედ 17 მაისს, 1990 წელს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა დაავადებების სიიდან ამოიღო.
აღსანიშნავია, რომ პატრიარქმა 17 მაისი ოჯახური სიმტკიცის დღედ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და ბიფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე თბილისში მსვლელობით აღნიშნეს.