რამდენიმე დღის წინ ცნობილი ინგლისელი მსახიობი ნაომი უოტსი თანამემამულე ჟურნალისტებს ესაუბრა და საკუთარი პირადი ცხოვრების ადრე უცნობი დეტალები დღის სინათლეზე გამოიტანა.
მსახიობმა განაცხადა, რომ წესად აქვს მაღაზიაში უკვე ნახმარი ნივთების დაბრუნება. ნაომის თქმით, ის ხშირად ყიდულობს ტანსაცმელს რომელსაც, უკიდურეს შემთხვევაში, ერთხელ მაინც იცვამს ეტიკეტის მოუხსნელად. მერე კი, ძალიან ხშირად ამ სამოსს აბრუნებს იქვე, სადაც შეიძინა.
უფრო შოკისმომგვრელი გამოდგა მისი შემდეგი აღსარებაც.
ქალბატონმა ნაომიმ აღიარა რომ გულახდილ სცენებში მონაწილეობა ქალებთან ურჩევნია. მსახიობის აზრით, გადასაღებ მოედანზე მამაკაცებთან დაახლოება ზოგჯერ ძალიან უსიამოვნოა.
ავტორი