ბრიტანელი მომღერლის მელისა ეთერიჯის ვაჟი ბეკეტი 21 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მომღერალმა სოცილურ ქსელ ტვიტერში გაავრცელა.
„დღეს მე შევუერთდი ასობით ათას ოჯახს, რომლებმაც დაკარგეს ძვირფასი ვინმე ოპიოიდური დამოკიდებულების გამო.
ჩემი ვაჟი ბეკეტი, სულ რაღაც 21 წლის იყო. იბრძოდა ამ დამოკიდებულების დასაძლევად და საბოლოოდ დაემორჩილა. ის მოენატრება ყველას ვისაც უყვარდა, ოჯახს და მეგობრებს. გული დამემსხვრა.
მადლობელი ვარ მოსამძიბრებისთვის. ვგრძნობ მათ სიყვარულს და გულწრფელ მწუხარებას.
ჩვენ ვიბრძოდით, რომ გაგვეკეთებინა რაც შეგვეძლო მის გადასარჩენად.
მალე ისევ ვიმღერებ. ის ყოველთვის მშველოდა“,_ წერს მელისა.