ბლოგერი შოთო სიხარულიძე ჯგუფში “ქართველი ემიგრანტები” სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
გული გაუჩერდაო, სავადმყოფოში როცა გადაიყვანეს და ცუდად იყო… მეტი არაფერი ვიცი, ექსპერტიზა დაადგენს..
შვილების ნახვა და ჩახუტებაც ვერ მოასწრო.
ფოტოზე იტალიაში ქალაქ ბარში გარდაცვლილი ნინო ბაიაშვილი შვილებთან ერთად…. რომელიც 7 წელი ემიგრაციაში იმყოფებოდა…
საცოდავი ემიგრანტი…
დედები, თავგანწირული დედები… ყოველი ღამე რომ შვილებთან შეხვედრის და ჩახუტების იმედით რომ იძინებენ ის დედები…
გაყინულ დედას ჩაეხუტებიან მალე…
არცერთი ემიგრანტი დედა არ უნდა კვდებოდეს უცხო მიწაზე…
ამდენი წლის უნახავი შვილები გაყინულს რომ ჩაიხუტებენ იმ ემიგრანტ დედას, რომელიც ენატრებოდათ…
რა უნდა უთხრა, რითი უნდა დაგამშვიდო ეს ბავშვები…
როგორ მტკივა თქვენი ტკივილი და არმემეტებით ამ სიმწარისთვის…
ამდენი წლის უნახავი დედა და გაჩერებული დრო…
უფალო, დაიფარე ყველა ემიგრანტი, _ წერს შოთო სიხარულიძე.