საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე ,,ქართული ოცნების“ წევრი ზაზა პაპუაშვილი სიტყვით გამოსვლისას გამოეხმაურა ,,რუსთავი 2“-ის ეთერში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას რელიგიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცახდებას.
,,რუსთავი 2-ზე ყველამ ნახა ეს გამოსვლა, მე აღშფოთებით ვერ ვიტყვი, მაგრამ ძალიან მეცოდება, გულწრფელად მეცოდება. ამ მარხვაში მეც ვილოცებ მისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, კითხვაზე _ ამათ ეშველება რამე თუ არა? არის მოკლე პასუხი _ რასაკვირველია, არა, სამწუხაროდ“, _ განაცხადა პაპუაშვილამა.